Thursday, March 12, 2015

დღე მე-9....პროექტის პრეზენტაციის დღე, ყველა მსმენელმა წარმოადგინა საკუტარი პროექტი...პირველი მომხსენებელი---მანანა თიგიშვილი 163-ე სკოლის რუსული ენის პედაგოგი, რომელმაც არაცვეულებრივად წარმოადგინა გრამატიკის ნაწილი ,,ზედსართავი სახელი'', მეორე მომხსენებელი---თამთა ჯამარაული 28-ე საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი, მისი პროექტის სახელწოდებაა ,,ქიმიკოსის თვალით დანახული კვების პროდუქტები'' სადაც სრულყოფილად იყო აღწერილი კვების პროდუქტებში მავნე და სასარგებლო ნივთიერებების აღმოჩენა...მესამე მომხსენებელი----თამარ სტურუა 163-ე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი,პროექტი--,,სივრცითი ფიგურები'', სრული ახსნა მისცა როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად მათემატიკას ყოფით ცხოვრებაში...ეკა ბერუაშვილი 163-ე სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი, თემა---,,ნიშან-თვისებების მემკვიდრეობა თაობებში''...ეს იყო ძალიან საინტერესო  კვლევა თუ რატომ ხდება ტყუპის დაბადების შემთხვევაში განსხვავებული გარეგნობის და ფერის ბავშვების დაბადება...
      ნანა პაპუაშვილი 163-საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლება,თემა---,,უფლებები და მოვალეობები'', სადაც სრულყოფილად ისაუბრა ადმიანის უფლებების დაცვაზე...
       ელზა უსენაშვილი 163-ე საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგი, თემა---
Educational  system  in  Georgian  and  English  schools  სადაც ნათლად იყო აღწერილი  ამერიკულ და ქართულ სკოლებს შორის განსხვავება საგანმანათლებლო სისტემის თვალსაზრისით...
          ნანი ბალახაძე 163-ე საჯარო სკოლის ჭადრაკის პედაგოგი, თემა---,,საჭადრაკო ტრატეგია და ტაქტიკა''წარმოდგენილი იყო არაჩვეულებრივად ჭადრაკის მიხედვით სტრატეგიები რაომელიც ზოგადად ცხოვრებაში აუცილებელია...
         გიორგაძე თეა 28-ე საჯარო სკოლის ,,ქართული ენისა და ლიტერატურის''პედაგოგი თემა---,,წიგნი  თუ კომპიუტერი'', აღწერილი იყო დღევანდელი ,,პრობლემა''წიგნიერების მიმართ...
         მარიკა ჩუთლაშვილი 163-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, თემა---,,დაკარგული ტერიტორიები'', ერთობ მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემა თითოეული ქართველისთვის...იმდენად საინტერესოდ წარმოადგინა თემა მიუხედავად დაღლილობისა სურვილი გვქონდა გაგრძელებულიყო მისი პრეზენტაცია...
       ვიქტორია ალექსეევა 163-ე საჯარო სკოლის რუსულის პედაგოგი,თემა---,,დღევანდელი გმირები'', სადაც ზოგადად გმირებზე იყო საუბარი...
        ლალი თომაშვილი 163-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, თემა---,,თანამედროვე მოდა'', არაჩვეულებრივად წარმოადგინა თანამედროვე და ტრადიციული მოდის ტენდენციები...
       ირინა კახაბრიშვილი 163-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, თემა---,,უძველესი ცივილიზაციები,.ზოგადსაკაცობრიო თემები იყო წარმოდგენილი არაჩვეულებრივად...
       ნინო ჯაფარიძე 163-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, თემა---,,ჯანსაღი კვება'', სრულყოფილად იყო წარმოდგენილი სასარგებლო და მავნე საკვების გარჩევის საშუალებები..

No comments:

Post a Comment